სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტში, 6 მარტს, სტომატოლოგთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “კბილის ფუნქციური და ესთეტიკური რესტავრაცია”.
ლექციას უძღვებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორები, პროფესორი მარიამ ჭელიძე და სტომატოლოგი-თერაპევტი ვერიკო თევზაძე. ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
ლექციაზე განხილული იყო სტომატოლოგიაში დღეისათვის გამოყენებული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და პრაქტიკული შემთხვევები.